უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციულად დაიწყო.
„აშშ-ის გუნდთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო. ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მოახლოებაზე“, – წერს ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინული დელეგაციის შეხვედრა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მიმდინარეობს.