გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: სურთ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან

,,სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი. ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ის აგრესიულ თავდასხმები თითქმის ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომელიც დღეს მის გარშემო ერთიანდება და ის ბილწსიტყვაობა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული, რასაკვირველია, არსად არ დაკარგულა. უბრალოდ, სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი – ეს არის იდეა. სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურას როლი უნდა შეესრულებინა. ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა – ტერიტორიების მთლიანობის დარღვევიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით დამთავრებული. ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომლისგანაც უნდათ, რომ ლიდერი შექმნან, ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები