დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” მეწილე აღარ არის

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა “ფორმულას” წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.

კერძოდ, საუბარია მის კუთვნილ 26%-იან წილზე.

ამის შესახებ ცვლილება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

დღეისთვის, “ფორმულას” მფლობელებს შორის არიან: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, გიორგი ლიფონავა, თუმცა, მათი კუთვნილი წილების მოცულობა შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები