გორდულაძე – ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით რეალიზატორების წინააღმდეგ იმოქმედოს ეფექტურად

“იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით რეალიზატორების წინააღმდეგ იმოქმედოს ეფექტურად, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ნარკოტიკების გავრცელებაში, ჩამოერთვათ ქონება და გადაეცეს სახელმწიფოს”‘ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„აუცილებელია როგორც საკანონმდებლო ჩარევა, ასევე კამპანიური პროცესების მართვა იმისათვის, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად წახალისდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ ახალმა თაობამ უარი უთხრას იმ სენს, რომელსაც ჰქვია ნარკომანია. იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით რეალიზატორების წინააღმდეგ იმოქმედოს ეფექტურად, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ნარკოტიკების გავრცელებაში, დახვეწილი მექანიზმის შედეგად, ჩამოერთვათ ქონება და გადაეცეს სახელმწიფოს, რომელიც მოხმარდება ისევ და ისევ ნარკომანიასთან ბრძოლას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები