„სალომე ზურაბიშვილთან რისი კონსულტაციები შეიძლება, გაიმართოს? – ამაზე საზოგადოება დაფიქრდეს და გადაწყვეტილებები ისე მიიღოს” – მაჭარაშვილი

“მომხრე ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გახდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილთან რისი კონსულტაციები შეიძლება, გაიმართოს? – ამაზე საზოგადოება დაფიქრდეს და გადაწყვეტილებები ისე მიიღოს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ სალომე ზურაბიშვილი „დიფ სთეითსაც“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასაც“. ამ პარტიაში ერთობლივი აზრი არ არის, რომ ლიდერად ზურაბიშვილი უნდათ. ამას მხარს ვუჭერ, რადგან სალომე ზურაბიშვილმა წარმატებით გაართვა თავი იმას, რომ ოპოზიციას არჩევნები ძალიან წაეგო. ამას თუ ისევ გააგრძელებს, ეს საქართველოსთვის ცუდი არ იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები