ტატა ხვედელიანი – ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე: მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრების გარდა, ჩადებული იყოს რეაბილიტაციის კომპონენტი
”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ახალ კანონპროექტებში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების გარდა, საჭიროა რეაბილიტაციის კომპონენტიც იყოს.
“მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრების გარდა, ჩადებული იყოს რეაბილიტაციის კომპონენტი. ეს უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით, რადგან დღეს ეს გახლავთ უმწვავესი პრობლემა, რომელმაც თითქმის ყველა ოჯახში შეაღწია,”- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.