ლანა გალდავა: მთავარია, რომ შემუშავდეს კვალიფიციური ხედვა ნარკოპოლიტიკის კუთხით, რაც მოიცავს გამკაცრების ღონისძიებებს ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების მიმართულებით
“მთავარი არის, რომ შემუშავდეს კვალიფიციური ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რაც მოიცავს გამკაცრების ღონისძიებებს ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების მიმართულებით – ასევე, სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა”,- ამის შესახებ ,,ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა პირველადი პრევენციის მექანიზმების გაჩენაც.
,,რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მათ სჭირდებათ მზრუნველობა და პრევენცია. საჭიროა პირველადი პრევენციის მექანიზმების გაჩენა. ეს არის აუცილებლად პროფესიონალების გუნდთან ერთად შესაქმნელი ხედვა და არ არის საჭირო გამკაცრების პოლიტიკა. ეს გამკაცრების პოლიტიკა პრობლემას ვერ აღმოფხვრის”, – განაცხადა ლანა გალდავამ.