არგენტინაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონიდან ხდება ხალხის ევაკუაცია. 1450-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება, მათ შორის, საჭირო გახდა საავადმყოფოდან ახალშობილი ბავშვების ევაკუაცია.
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განადგურდა ინფრასტრუქტურა, ხიდები და საქალაქთაშორისო მაგისტრალები.
პარალელურად, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
“არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი სამდღიან ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს გარდაცვლილთა გამო,”- განაცხადა მისმა ოფისმა კვირას გვიან ღამით, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყება ეს პერიოდი.