თენგიზ შარმანაშვილი: უნდა მივიღოთ საგანგებო ზომები, უნდა ვიფიქროთ, როგორ ამოვქოლოთ ყველა ის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავი ავარიდოთ და გამოვძვრეთ იმ სიტუაციიდან, როდესაც ადამიანი არის ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ნარკორეალიზაციის აღმოსაფხვრელად საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო.

“იმდენად მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომ ასეთი ექსპერიმენტი ჩვენი გაქრობით დამთავრდება. ამიტომ უნდა მივიღოთ საგანგებო ზომები, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, როგორ ამოვქოლოთ ყველა ის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავი ავარიდოთ და გამოვძვრეთ იმ სიტუაციიდან, როდესაც ადამიანი არის ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული. ეს აღარ მოხდება. იცით, რომ უკვე ორგანიზებულ დანაშაულში გადადის ნარკოტიკების გასაღება და ორგანიზებული დანაშაულის მონაწილის ბედი ერგება იმ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ნარკოტიკების გასაღებას და გაყიდვას. მოხმარების ნაწილშიც თითქმის იგივეა, მაგრამ აქ არის ლაპარაკი სხვადასხვა რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება ადამიანს აღმოაჩნდეს ასეთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, მძიმე ნარკოტიკების რაღაც რაოდენობით ქონა მძიმე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. მარიხუანის შემთხვევაში შედარებით უფრო ლიბერალურია და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში გადის თუ დიდ რაოდენობასთან არ გვაქვს საქმე”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები