ნეპალის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა – ახალი არჩევნები 2026 წლის 5 მარტს ჩატარდება
ნეპალის პრეზიდენტმა, რამ ჩანდრა პაუდელიმ ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრის, სუშილა კარკის რეკომენდაციით, პარლამენტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა ახალი არჩევნები 2026 წლის 5 მარტს დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ნეპალში არეულობისას 51 ადამიანი დაიღუპა, 1 300 კი დაშავდა. დემონსტრაციები სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა.