დანიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი რეალური საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ გვჭირდება ხელახალი შეიარაღება
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, რომ რუსეთს არ მიეცეს საშუალება, გადაიტანოს თავისი აგრესია უკრაინის ფარგლებს გარეთ.
ფრედერიკსენის თქმით, ევროპელი ლიდერების შეხვედრის მთავარი გზავნილი თავდაცვაში შემდგომი ინვესტიცია იყო.
”რუსეთი რეალური საფრთხეა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, ჩვენი თავისუფლებისთვის, ამიტომ ამ საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი არის გადაიარაღების საჭიროება. ჩვენ ხელახლა უნდა შევიარაღდეთ დანიაში, ჩვენ უნდა შევაიარაღოთ ევროპა და ეს უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაავრცელოს ომი უკრაინიდან ევროპის სხვა ქვეყნებში”, – თქვა მან.