“ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონი ომის ზონად გადაიქცა; პაბსეკი საიმედო მოთამაშეა, რომელიც დავების გადაჭრისა და შავი ზღვის ხალხების კეთილდღეობის ხელშეწყობის საშუალებად დიალოგსა და დიპლომატიას იყენებს” – ქადაგიშვილი

“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე დებატებს მართავს. ეს უაღრესად აქტიური თემაა და თანამედროვე საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

„შარშან ბუქარესტში გამართული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 32-ე გენერალური სხდომა სწორედ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური განზომილების საკითხებს მიეძღვნა. მიგვაჩნია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების გლობალურ ცოდნაზე წვდომას და დემოკრატიული პროცესებისა და საპარლამენტო ინსტიტუტების უკეთ ფუნქციონირებას. უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ხელოვნური ინტელექტის საკითხს პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში განიხილავს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონი ომის ზონად გადაიქცა. პაბსეკი საიმედო მოთამაშეა, რომელიც დავების გადაჭრისა და შავი ზღვის ხალხების კეთილდღეობის ხელშეწყობის საშუალებად დიალოგსა და დიპლომატიას იყენებს. ვიმედოვნებთ, თქვენი გადაწყვეტილებები და ინიციატივები შავი ზღვის რეგიონს სტაბილურობისა და კულტურული მთლიანობისკენ, ასევე ხალხებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისკენ წაიყვანს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები