მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია აღვნიშნოთ ისტორიით ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის სიბრძნე და გონიერება, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არსებულ იმპერიებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციას – ჩვენი ხალხის სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა
თუ რატომ განვიხილავთ თავს ევროპული ოჯახის ნაწილად, ამას არაფერი აქვს საერთო ბიუროკრატებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებიან. მე ვსაუბრობ ჩვენს ისტორიულ კავშირებზე და არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, შეურაცხყოფებისა და გამოწვევების მიუხედავად, არ გადაუხვია გზას და არ უარყო ღირებულებები.
ყაველაშვილი სვამს კითხვას, როგორ შეიძლება მმართველ გუნდს მხარი დაუჭიროს ქართველთა უმრავლესობამ, თუ ის ანტიევროპულია, ამასთან, იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვინც სააკაშვილის მმართველობას დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, იგივე ხალხი საუბრობს მედიაში ამჟამინდელი ხელისუფლების დისიდენტურ გზაზე.
„გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად, ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარვყავით ეს ღირებულებები. ჩვენი პოზიცია გამოიხატება ჩვენს გზავნილებში: რა თქმა უნდა, არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ გზაზე. პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ მისწრაფებას, იმავდროულად, ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარტია „ქართულ ოცნებას“ და არა მხოლოდ ამ ბოლო საკანონმდებლო არჩევნების დროს. როგორ არის ეს შესაძლებელი? თუ „ქართული ოცნება“ ანტიევროპულია, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭიროს ქართველთა უმრავლესობამ? როგორ ირჩევენ მთავრობას, რომელიც ამ ევროპულ გზას უპირისპირდება? [ჩვენი ხალხის] სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა. ისინი, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე, როგორც დემოკრატიის შუქურაზე საუბრობდნენ, იგივე ხალხია, ვინც მედიაში ავრცელებს აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველო დისიდენტური გზით მიჰყავს. აუცილებელია აღვნიშნოთ ისტორიით ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის სიბრძნე და გონიერება, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არსებულ იმპერიებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციას.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.