თეა წულუკიანი: ყოველდღე იცვლება მსოფლიოში ვითარება დესტრუქციული ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტის საზიანოდ

ყოველდღე იცვლება მსოფლიოში ვითარება დესტრუქციული ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტის საზიანოდ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი და ყველა შეეგუა ამ ამბავს, ოპოზიციამ კი ვერ წარადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა.

„სრულიად ახალი რეალობა უნდა დავინახოთ ყველამ ერთად, რომ აღარ არსებობს ოპოზიციის ნარატივი. ეს ნარატივი მხოლოდ იმ ოპოზიციას აინტერესებს, რომელიც ამ ნარატივს გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ აღარ არის ფიგურა უბრალოდ მას ჰგონია, რომ ფიგურაა და ალბათ ზედმეტი ყურადღება აღარ უნდა დავუთმოთ იმას, რაც ყურადღებას აღარ იმსახურებს. ის, რაც თქვენ ბრძანეთ – რაც მიუნხენის კონფერენციაზე გაისმა – ეს ხალხი არ არის ადეკვატური. პოლიტიკაში ეს სერიოზული პრობლემაა, როდესაც აღარ ხარ ადეკვატური და ვერ ხვდები, არც არავინ არ გეუბნება, ან გეუბნება და არ ისმენ. სამი კვირის წინ იყო ალბათ, როდესაც, მე თვითონ სტრასბურგში ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და იმ ასამბლეასა და მიუნხენის კონფერენციას შორის სულ რამდენი კვირაშიც კი, სრულიად ახალი რეალობები დადგა მსოფლიოში. შესაბამისად, როდესაც პულსზე ვერ უჭირავთ ხელი, იმიტომ, რომ არ ყოფნით როგორც ჩანს ანალიზის უნარი, გამოდიან უკვე სასაცილო განცხადებებით. აღარ არის პრეზიდენტი და შეეგუა ყველა ამ ამბავს, ოპოზიციას არაფერი არგუმენტი არ აქვს, ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომ გაყალბდა არჩევნები. სტრასბურგში ყველა დეპუტატმა და ზოგმა საჯაროდაც თქვა რომ: „ გასაგებია, ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცებულებები გვაქვს, რომ არ გაყალბდა [არჩევნები], მაგრამ ხალხია ქუჩაში გამოსული და დაძაბულობის განსამუხტად იქნებ ჩაატაროთ არჩევნები, ეს არის თქვენი საშინაო დავალება“ – ამაზე ვუთხარით, რომ არავითარი საშინაო დავალება არ იქნება, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ და რომ მოეგებით ყველა ერთად გონს, მერე იქნებ შემოვუერთდეთ ისევ თქვენს ფორუმს. იქაც კი გაუჭირდათ და ამ ცრუ ნარატივის გატანა. ყოველდღე იცვლება მსოფლიოში ვითარება მათ საზიანოდ, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას და ყოფილ პრეზიდენტს და მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ამას თვალს არ უსწორებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები