საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნება
საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნება. ეს არ იქნება სამხედრო ბაზა და მასზე პასუხისმგებლობას არა ნატო, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აიღებს. „საკითხი, რომელზეც ხალხი მსჯელობს, არის პარტნიორების საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოს კუთვნილებაში იქნება. იქ მოხდება წვრთნა და სწავლება. ნატო მსჯელობდა იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი ცენტრის განვითარებაში დახმარებოდა. ცენტრზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს აღებული. ჩვენ უბრალოდ მათ მრჩევლებით დავეხმარებით. არ შეგვიძლია ამას ნატოს ბაზა ვუწოდოთ, ეს არის საწვრთნელი და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელის ანალოგიც სხვა ქვეყნებშიცაა განთავსებული. ეს იქნება ქართული ინსტიტუცია, ქართული ბაზა, რომელსაც საგანმანათლებლო პროექტებში ნატო დაეხმარება“, განაცხადა ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლა ჰიუმ.