“საჯარო სამსახურში პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით საკადრო წმენდა არ მიმდინარეობს, ეს ჩვენი ხელწერა არ არის“ – მაჭავარიანი
“საჯარო სამსახურში პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით საკადრო წმენდა არ მიმდინარეობს, ეს ჩვენი ხელწერა არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 12 წელია, ხელისუფლებაშია და ისეთი ადამიანები იკავებენ პოზიციებს სხვადასხვა უწყებაში, “რომლებიც ღიად გვლანძღავენ სოციალურ ქსელში და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ”.
“ამის გამო პრობლემა არ შეგვიქმნია. ადამიანების რაღაც პოზიციაზე ყოფნა-არყოფნა განსაზღვრულია მისი პროფესიონალიზმით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.