“ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონითაა განპირობებული, თუ ბანკი დასაჯარიმებელია, ვაჯარიმებთ” – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

“სხდომა დახურული იყო. ჩვენი ნებისმიერი მოქმედება კანონითაა განპირობებული, თუ ბანკი დასაჯარიმებელია, ვაჯარიმებთ.

ბანკებს ვუწესებთ ჯარიმას, როცა ეს აუცილებელია”,- განაცხადა თურნავამ სხდომის შემდგომ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს „ქართუ ბანკი“ დააჯარიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები