რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან 

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

რუს ოფიციალურ პირებთან მოსალოდნელი მოლაპარაკებებისთვის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ჩადის საუდის არაბეთში.
ამერიკელი დიპლომატი რუბიო, რომელიც შაბათს ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, შეხვდება რუს ოფიციალურ პირებს ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან და თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთში ელჩთან, სტივ ვიტკოფთან ერთად.

ამასთან, საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობას და ჩაერთვებიან შუამავლის როლში. საუდის არაბეთის გუნდს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი უხელმძღვანელებს.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უბრძანა მაღალჩინოსნებს, დაეწყოთ მოლაპარაკებები ომზე.

როგორც “როიტერი” წერს, მოლაპარაკებები იქნება პირველი მაღალი დონის დისკუსია რუს და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის და გამიზნულია, წინ უძღოდეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას.

ასევე, მედიის, ინფორმაციით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ისინი არ დაესწრებიან მოლაპარაკებებს, თუმცა კიტ კელოგმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინაში, განიხილა მოლაპარაკებების “ორმაგი გზა” და ამ კვირაში კიევში ჩავა. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელები მოლაპარაკების ნაწილი იქნებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები