“გოგი თოფაძის სახით წარმატებული ბიზნესმენი, კარგი თბილისელი, პატრიოტი ადამიანი დაკარგა საქართველომ” – კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე ბიზნესმენ გოგი თოფაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“გოგი თოფაძის სახით წარმატებული ბიზნესმენი, კარგი თბილისელი, პატრიოტი ადამიანი დაკარგა თბილისმა და საქართველომ.
სამძიმარს ვუცხადებ გოგი თოფაძის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მეგობრებს!”, – წერს კალაძე.