“კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ამის აუცილებლობა დადგა, კონკრეტული ადამიანები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“2004 წლიდან 2012 წლამდე ჩადენილი იქნა არაერთი მძიმე დანაშაული – ადამიანების წინააღმდეგ, ოჯახების წინააღმდეგ, კონკრეტული ფაქტები ვიცით, როდესაც დაიჩაგრნენ უდანაშაულო ადამიანები. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი ანალიზი იმის აუცილებლობას ქმნის, რომ ამ ყველაფერს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს. კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ამის აუცილებლობა დადგა, კონკრეტული ადამიანები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში”, – განმარტა ვოლსკიმ.