“საგამოძიებო კომისიის ყურადღების ცენტრში იქნება, თუ როგორ მოვიდა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, როგორ ინარჩუნებდა ხელისუფლებას” – პაატა სალია

“ჩვენ არაერთი პოლიტიკური შეფასება მოგვისმენია ამ რეჟიმისა, მაგრამ პარლამენტის მიერ მსგავსი შეფასება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე დაყრდნობით, არ ყოფილა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხს გამოეხმაურა.

„კომისიის ყურადღების ცენტრში იქნება, თუ როგორ მოვიდა ეს ძალა ხელისუფლებაში, როგორ ინარჩუნებდა ხელისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება რუსეთ-საქართველოს ომის მიმართულება“, – აღნიშნა სალიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები