კანადის პრემიერ-მინისტრი: ტრამპის სურვილი, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს, რეალურია
კანადის პრემიერ-მინისტრი: ტრამპის სურვილი, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს, რეალურია
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუბარი, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატად იქცეს, რეალურია,- იტყობინება ადგილობრივი მედია.
ტრიუდოს ვარაუდით, ბატონმა ტრამპმა წამოაყენა კანადის ანექსიის იდეა, რადგან მას სურს წვდომა ქვეყნის კრიტიკულ მინერალებზე.
„ბატონ ტრამპს მხედველობაში აქვს, რომ ამის გაკეთების უმარტივესი გზა ჩვენი ქვეყნის შთანთქმაა და ეს რეალურია. მათ ძალიან კარგად იციან ჩვენი რესურსები, რაც გვაქვს და ძალიან სურთ, რომ ამით ისარგებლონ”,- განაცხადა ტრუდომ.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს.
“ვფიქრობ, ბევრად უკეთესი იქნება, რომ კანადა იყოს 51-ე შტატი, რადგან ჩვენ კანადასთან ერთად ყოველწლიურად 200 მილიარდ დოლარს ვკარგავთ,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე, ტრუდომ თქვა, რომ კანადამ “ტაქტიკურად და სტრატეგიულად” უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს ტრამპის მუქარებს. მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან, რათა თავიდან აიცილოს მაღალი ტარიფები. მან დასძინა, რომ კანადას სჭირდება შიდა სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოება.