ირმა ჭკადუა – ოპოზიციაზე: ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, რომ მსოფლიოს უთხრან, თურმე, მხოლოდ დღესაა საქართველოს მოსახლეობა ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს 

“ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოებას და მსოფლიოს უთხრან, თურმე, მხოლოდ დღეს არის საქართველოს მოსახლეობა ისეთი ერთიანი, როგორიც არასდროს. მათ დაავიწყდათ, როდის იყო საქართველოს მოსახლეობა ერთიანი. ეს იყო 2012 წელს”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის დასჯას ითხოვს.

„აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს. ჩვენ ჯერ კიდევ ახლო წარსულში გვახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი იხილებოდა, თითოეული მათგანი ბრიუსელში დადიოდა და ითხოვდა ევროპელებისგან, რომ ჩვენთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, რამაც გარკვეული გაოცება გამოიწვია თავად ევროპარლამენტარებში. ვფიქრობ, მსოფლიოს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი, ალბათ, არ მოიძებნება. არ მოიძებნება არცერთ ქვეყანაში, სადაც თავისი ქვეყნის დასჯას ითხოვდნენ. ითხოვენ, რომ მათი ქვეყნის დელეგაცია არ იყოს დაშვებული, ან არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მათ ჯერ კიდევ 12 წლის წინ უთხრა უარი, რომ ისინი პოლიტიკაში ყოფილიყვნენ, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოებას და მსოფლიოს უთხრან, თურმე, მხოლოდ დღეს არის საქართველოს მოსახლეობა ისეთი ერთიანი, როგორიც არასდროს ყოფილა. მათ დაავიწყდათ, როდის იყო საქართველოს მოსახლეობა ერთიანი. ეს იყო 2012 წელს და იმ ერთ მუშტად შეკრულ ხალხს წინ ვერავინ ვერ დაუდგა“, – განაცხადა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები