“ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ პარლამენტს, ითხოვენ, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები გაატარონ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას” – გორდულაძე
“ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ პარლამენტს, ითხოვენ, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ინტერესები გაატარონ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ზუსტადაც რომ ყორღანაშვილისეული და სერგო ორჯონიკიძისეულია ის ქმედებები და წერილები, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია და გარკვეული ძალების პირდაპირი აგენტურა ცდილობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართოს. ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს, იმავდროულად ითხოვენ, რომ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გაატარონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას”, – აღნიშნავს გორდულაძე.