დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ მეღვინეებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ მეღვინეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სფეროში მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ბოლო წლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობა პერსპექტიულია. ყურადღებას იპყრობს საოჯახო მარნები და ქვევრის ბოლნური ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე. ბოლნისურ ვაზსა და ღვინოს დიდი წარსული და ისტორია აქვს, ადგილწარმოშობის დასახელება – ბოლნისიც მიენიჭა.
ამ ეტაპზე, ბოლნისში 30 საოჯახო მარანია, ძირითადად გვხვდება ძველი აღდგენილი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, მწვანე, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ალიგოტე.
ბოლნისურ მეღვინეობასთან ერთად ვითარდება ასურეთის მიკრო ზონა, რომელსაც კიდევ უფრო დიდი და ძლიერი შესაძლებლობები აქვს. აქ არის განსაკუთრებული ვაზის ჯიში შალა და ვფიქრობ კიდევ მეტი მხარდაჭერაა საჭირო.
ღვინის წარმოების კულტურის აღორძინება ხელს შეუწყობს რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.