კაფე „გალერიში“ 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

  კაფე „გალერიში“ გვიან ღამით 1990 წელს დაბადებული დათუნა ცხაკაია გარდაიცვალა. თვითმხილველთა მონაყოლით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ჭარბი დოზა გახდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაფე “გალერიში” მყოფი ადამიანები და მომსახურე პერსონალი შეეცადნენ, ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას, თუმცა ის ადგილზევე გარდაიცვალა.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, გარდაცვლილს პირველადი დათვალიერებით სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილს უტარდება ექსპერტიზა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცხაკაია ცნობილი კარდიოლოგის გულიკო ჩაფიძის შვილიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები