აშშ-ში მომხდარი ძლიერი ქარიშხლების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ტორნადოებმა და ქარბორბალებმა 6 შტატი მოიცვა.
ერთ დღეში 38 ქარბორბალა დაფიქსირდა არკანზასში, ჯორჯიაში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტეხასში.
მედიის ცნობით, ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამ ეტაპისთვის, ქარიშხლების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.