ირაკლი კობახიძე: მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ “X”-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.
“ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.