ცხინვალის მაღაზიებიდან ქართული წარმოების სასმელები ამოიღეს

   ოკუპირებულ ცხინვალის მაღაზიებიდან ქართული წარმოების სასმელები ამოიღეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ადილობრივი მედია ავრცელებს. მაღაზიების შემოწმების მიზნით რეიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია “ვოსხოდის” ინიციატივით განხორციელდა და მას ე.წ. რესპუბლიკის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეგრეთ წოდებული კომიტეტი უჭერდა მხარს. შემოწმებისას მაღაზიებიდან ქართული წარმოების მინერალური სასმელები: ღვინო, ლომონათი და წვენები ამოიღეს, სარეალიზაციო პუნქტები კი კანონდარღვევისთვის დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების 2011 წლის დადგენილების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული პროდუქტის გაყიდვა აიკრძალა და მისი გადატანა საოკუპაციო ხაზზე მხოლოდ მინიმალური რიოდენობით და ისიც ხელბარგითაა დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები