რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ჩოლაკუს ხელმძღვანელობით, მინისტრთა ახალმა კაბინეტმა, პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ, კოალიციის დეტალები შეათანხმეს.

ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების
პირველ სხდომაზე მარსელ ჩოლაკუმ განაცხადა, რომ კაბინეტის წევრებმა იციან, რომელი შეცდომები არ უნდა განმეორდეს. მისი თქმით, ის ბედნიერია, რომ რუმინეთს ჰყავს ფუნქციონალური აღმასრულებელი ხელისუფლება.

ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა, თანამდებობებზე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები