ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტში ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების პროცესი შეაფასა.
„პირდაპირი ტრანსლაციის გზით, საზოგადოება თავად აკვირდებოდა მთელი არჩევნების პროცესს. არჩევნებმა ჩაიარა შეფერხების გარეშე და შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალი ჩართულობით – კოლეგიის 300 წევრიდან 225 წევრი იღებდა მონაწილეობას.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, ერთი ეგზემპლარი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მორიგი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც განსხვავებული მოდელით წარიმართა, ფაქტობრივად, ამით დასრულებულია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია.