ნათია იოსელიანი: 11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო
11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
„11:30 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 170 კოლეგიის წევრს ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, – განაცხადა იოსელიანმა.