ადა მარშანია აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას და საარჩევნო ყუთში ცარიელი ფურცელი ჩააგდო
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია.
მარშანიას თქმით, საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს.
„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. ხმას 300 ხმოსნისგან შემდგარი კოლეგია აძლევს.