მამუკა ხაზარაძე: ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს – თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე – გამარჯვებამდე
“არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა!”,- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახალი არჩევნები აუცილებლად მიღწეული იქნება.
“ივანიშვილი და მისი რუსული, თვითგამოცხადებული მთავრობა რჩება სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან მაშინ, როცა ქართველ ხალხს და მის სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, ევროპელი ლიდერები ღია მხარდაჭერას უცხადებენ! ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს – მოღალატე ივანიშვილსაც და გმირ ქართველ ხალხსაც, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე – გამარჯვებამდე!”,- წერს ხაზარაძე.