გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი შეძლებს, რომ დაუბრუნოს ნდობა და ღირსება საპრეზიდენტო ინსტიტუტს

“მიხეილ ყაველაშვილი შეძლებს, რომ დაუბრუნოს ნდობა და ღირსება საპრეზიდენტო ინსტიტუტს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყაველაშვილი დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას.

„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი, ჩვენი გუნდის წევრი, შეძლებს, რომ დაუბრუნოს საპრეზიდენტო ინსტიტუტს ნდობა და ღირსება, რომელიც დაახლოებით ბოლო ათი წელია, წაართვეს მარგველაშვილმა და განსაკუთრებით, ზურაბიშვილმა. ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაარწმუნებს საზოგადოებას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი – ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და არცერთ შემთხვევაში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებამ კარგად შეხედოს ამ პროცედურებს და ამ მომენტს, როცა შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოს პრეზიდენტი გახდება ეროვნული იდენტობის ადამიანი, რომელიც დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას, საქართველოს ინტერესებს და შეეწინააღმდეგება უცხოურ ძალებს, თუ ისინი მოინდომებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წავიდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “პირველი არხის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები