მამუკა მდინარაძე: ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულებაა

“ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სხვათა შორის, ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშა და გერბიც არის დატანილი. ყველას ვთხოვ, ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამეს გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისათვის გერბზე, დროშაზე და ნაკრების მაისურზე ფეხით სირბილი არის ძალიან ცუდი რამ, რბილად რომ ვთქვათ. ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები