მამუკა მდინარაძე: მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია

“მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ის თვისებები ჩამოთვალა, რის გამოც ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ირჩევენ.

„პირველი რიგის, მთავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის მიმართ და პატრიოტიზმი – მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ალბათ, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია, ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, რადგან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები