სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა – პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას საპროტესტო აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა. საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ – ისმოდა სალომე ზურაბიშვილის მისამართით შეძახილები.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება. ყაველაშვილი “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები