მამუკა მდინარაძე: ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს ვერ გაიმარჯვებენ

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია… ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ! ვეღარასდროს! ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს! ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები