შალვა პაპუაშვილი: ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას.

აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა.

ამ დღეების მოვლენები კვლავ აქტუალურს ხდის პატრიარქი ამბროსის სიტყვებს, რომლითაც მან გენუის კონფერენციას მიმართა: „საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

ზუსტად ასი წლის წინ წმინდა პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში ამგვარი რადიკალიზმისა და აგრესიის გამო ეწამა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეწირა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები