ნინო წილოსანი: გადაწყვეტილება, რომელიც „ხალხის ძალამ“ მიიღო, რომ იყვნენ განსაკუთრებულად კრიტიკულები და ოპონირების რეჟიმში გადავიდნენ, საინტერესო გამოცდილება იქნება

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი “ხალხის ძალის” გადაწყვეტილებას აფასებს.

„მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ობიექტური, განსხვავებული მოსაზრება და იყოს ოპონირება, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც „ხალხის ძალამ“ მიიღო, რომ იყვნენ განსაკუთრებულად კრიტიკულები და გარკვეულ, ასე ვთქვათ, ოპონირების რეჟიმში გადავიდნენ, რა თქმა უნდა, საინტერესო გამოცდილება და გამოწვევა იქნება ჩვენთვისაც“, – განაცხადა წილოსანმა.

პარტია „ხალხის ძალა“ ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები