პაველ ჰერჩინსკი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია – მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ძალის სასტიკ და უკანონო გამოყენებას ბოლო მოუღოს

“მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, მოახდინოს დეესკალაცია და ბოლო მოუღოს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალის სასტიკ და უკანონო გამოყენებას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, განვითარებული პროცესებით, ბიზნესი შეშფოთებულია.

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენების დასრულებისკენ, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები