მამუკა მდინარაძე რასა იუკნევიჩიენეს ვიზიტზე: რამ გაამწარათ პოსტსაბჭოთა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომ განსაკუთრებულად უტევენ ამ ქვეყანას
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
“კიდევ ერთი მაშველი რგოლი. ქალბატონი რასა და სხვა ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილის და ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედების მხარდაჭერით, მათ აქებენ და იმათ ვინც დემოკრატია შექმნა ამ ქვეყანაში და ადამიანის უფლებებს იცავს, მათ ლანძღავენ. ეს არის მათი რეალური სახე. დღეს, შალვა პაპუაშვილმა თქვა – „საბჭოთა გადმონაშთები“. არ არის გადაჭარბებული, მსგავსი მინიშნება ჰქონდა შალვასაც და ვეთანხმები აბსოლუტურად. გორბაჩოვის თანამოაზრეები თავის დროზე, „პერესტროიკის“ თანამონაწილეები. მართლა რამ გაამწარათ პოსტსაბჭოთა ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომ განსაკუთრებულად უტევენ ამ ქვეყანას. იქნება თქვან ქვეცნობიერში რა დაილექა მათში, მე ხალხზე არ ვლაპარაკობ, კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, გაგვიმხილონ რა დაილექა მათში, რომ ასე არიან გამწარებულები და უტევენ საქართველოს და მის არჩეულ ხელისუფლებას. ეს კითხვა არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.