ნინო წილოსანი: ყველა ევროპარლამენტარს ვთხოვდი, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ

„საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები დიდი ხანია, რაც გაშიფრულები არიან, ვის წარმოადგენენ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანს ყველა ევროპარლამენტარმა პატივი უნდა სცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც და ყველა უსამართლო რეზოლუციის მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. გუშინდელმა დღემაც დაგვანახვა, რომ აქციაზე ევროპარლამენტარების გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო ხალხის სიმცირის გამო და ეს პროცესი წარუმატებლობით დასრულდა. განცხადებებს იქიდან გააკეთებენ, თუ აქ ჩამოვლენ, ქართველი ხალხის აზრს ვერ შეცვლიან, ყველა ევროპარლამენტარს ვთხოვდი, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები