შვედი პარლამენტარი: საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ ფაქტს ვერცერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის

“საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერცერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის”, – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერცერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“, – წერს პარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები