“ელჩებთან შეხვედრა დავიწყე პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო” – სალომე ზურაბიშვილი

“ელჩებთან შეხვედრა დავიწყე პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ სამუშაო ლანჩს ეხმაურება.

„რაც არ არის ნათქვამი, ისაა, რომ მე შეხვედრა დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 10 დეკემბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები