“უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვმარტეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს, თუმცა გვსურს, პროცესი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მანიპულაციებისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი

“უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვმარტეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს, თუმცა გვსურს, პროცესი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მანიპულაციებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან დეტალებში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ის, თუ რა დგას საქართველოს ხელისუფლების გზავნილის უკან და რატომ გაკეთდა ის განაცხადი მოლაპარაკებების საკითხის დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, ევროკავშირში გაწევრიანების, თუმცა ჩვენი სურვილია, ეს პროცესი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები