ალი ბაბაევი: ელისაშვილმა წიხლი რომ დამარტყა, თავი და წელი პანდუსს დავარტყი – ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად

“ალეკო ელისაშვილმა სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა. ერთხელ წიხლი, რომ დამარტყა, დავეცი და თავი, წელი პანდუსს დავარტყი – შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს. ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”,- ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, მასზე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება მოხდა.

„შემთხვევის დღეს კოსტავას ქუჩაზე აფთიაქში შევდიოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემს უკან ვიღაც იგინებოდა და ამბობდა, რომ „მე მონა ვარ“. როცა შევტრიალდი დავინახე ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. მას ვუთხარი, „ამ ხალხში რა გაყვირებს მეთქი, არ გრცხვენია? რას იგინები?“ ახლოს მოვიდა და შემეხო, მუშტიც დამარტყა. მეც პასუხი გავეცი, როგორც საჭიროა. ერთმანეთში 3-ჯერ შეხლა-შემოხლა მოხდა. მან სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა. ერთხელ წიხლი, რომ დამარტყა, დავარდი და თავი, წელი პანდუსს დავარტყი. მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს, მე ვესაუბრე სასწრაფო დახმარების ოპერატორს და ჩემი მდგომარეობა მოვახსენე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მოვიდა. შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს. ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მე ხელში რკინის ნივთი არ მეჭირა, მე ხელში პლასტმასის შუშის საწმენდი მეჭირა, რომელიც გამვლელ მუშას გამოვართვი. არის ცილისწამება, რომ ვითომ მე მას ამ საგნით დავარტყი. ცრუ ინფორმაცია თითქოს მე ალექსანდრე ელისაშვილს არ ვიცნობდი, როგორც მათ სჩვევიათ. ალექსანდრე ელისაშვილს მე ვიცნობ 2007 წლის შემდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის დროს, ის ჩვენთან მოდიოდა, როგორც ჟურნალისტი. აქედან ვიცნობ. გარდა ამისა, ჩვენი ახლობლის მხრიდან შეხება, ურთიერთობა გვაქვს. დაახლოებით სამი თვის წინ მე მას რუსთველის ძეგლთან შევხვდი და ერთმანეთს მივესალმეთ. შეხვედრის დროს კონფლიქტი არ გვქონია. როცა ჩვენი პარტიის პოლიტიკურ მდივანს ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ „ეს არაკაცური საქციელი იყო“. როგორც მთელმა საქართველომ დაგმო ელისაშვილის საქციელი, ასევე მეც. მეტი სხვა (შეხება) მასთან არ მქონია.

მე მასთან არავითარი ფინანსური კონფლიქტი, ან გარჩევა არ მქონია. ერთადერთი ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. ეს არის სუფთა პოლიტიკური“, – განაცხადა ბაბაევმა მედიაცენტრ „მთავარში” საუბრისას.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილი სწორედ ბაბაევზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები