“მოქალაქის” პროექტების მიზანი ახალგაზრდების გააქტიურებაა“

ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტების მიზანი ის არის, რომ ახალგაზრდები უფრო აქტიურები იყვნენ სახელმწიფოს აღმშენებლობაში. ამის შესახებ ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და კარგი იქნება, ამას სკოლის მერხიდანვე თუ შევეჩვევით.
“ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოწმეების როლში და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, პირველ რიგში, ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ ეს, რომ ეს მათი სამშობლოა, მათი ქვეყანაა და ეს, პირველ რიგში, მოითხოვს სახელმწიფოს კარგ ფუნქციონირებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პროექტის – “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” და “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა” – პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები