დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს
“გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, რომლის ლიდერები და იდეოლოგები ქვეყნის მტრები და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციამ ბავშვებიც კი ჩართო პოლიტიკაში.
“ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ძალადობის არაერთი ფაქტი ნახა, რომლის შემოქმედი უმეტეს შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, დღეს გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, რომლის ლიდერები და იდეოლოგები ქვეყნის მტრები და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან. მელია, გვარამია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი და ა.შ. არა ოპოზიცია არამედ მეამბოხე, რევოლუციონერები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას, სწორედ მათ ბნელ თავებში არის მოხარშული ის ძალადობრივი ქმედებები რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, მათ ბავშვებიც კი პოლიტიკაში ჩართეს, უფრო მეტიც, მათი ინიციატივით ბავშვები დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, ოპოზიციამ შეაგულიანა და შემდეგ მიატოვა ახალგაზრდები, რომელთა მცირე ნაწილს სამწუხაროდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწევს, ეს ყველაფერი ვითომ ოპოზიციურმა ძალებმა, რეალურად კი რევოლუციურმა სინდიკატმა მოახდინა”,- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.